მოგესალმებით,
ქუსლის ძვლის დეზი წარმოადგენს ძვლოვანი ქსოვილის მახათისებრ წანაზარდს.
მდგომარეობა იწვევს სქელი ე.წ. პლანტარული ფასციის ანთებას და ტკივილს. პლანტარული ფასცია ფეხის ქვედა ნაწილში მდებარეობს და ქუსლის ძვალს აერთებს ფეხის თითებთან.
მათი წარმოქმნის მიზეზი ზუსტად არაა დადგენილი. ითვლება, რომ დეზი შეიძლება, წარმოიქმნას ტრავმის შემდეგ, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად, ასევე იმ შემთხვევებში, როცა ადამიანს უწევს დიდხანს დგომა ან სიარული და ქუსლის ძვალი ნორმაზე მეტად დატვირთულია.
ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ როგორც კონსერვატული, ისე ქირურგიული მკურნალობა.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში სპეციალისტთან კონსულტაციაზე, სადაც მაღალკვალიფიციური ექიმი გაგიწევთ დახმარებას.
ობიექტური დათვალიერების შემდეგ, გადაწყდება ექვემდებარება თუ არა ქუსლის დეზი ლაზერულ დაშლას და საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ სპეციალიზებულ კლინიკაში.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/27
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!