მხრის სახსის ბურსიტი - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა.რენდგენით დამიდგინდა მხრის სახსრის ბურსიტი.რბილ ქსოვილებში კალცის მარილების ჩალაგებას.მქონდა გაუსაძლისი ტკივილები.ამჟამად არ მტკივა მაგრამ მოძრაობა შეზღუდული მაქვს.სამწუხაროდ ექიმთან ვერ მივდივარ.რომ მკურნალობა დამინიშნონ. ვარ 48 წლის..
პასუხი:

მოგესალმებით!
ბურსიტი სახსრის სინოვიური აბგის მწვავე ან ქრონიკული ანთებაა და ხსენებულ უბანში ექსუდატის დაგროვება ახასიათებს. სინოვიური აბგა წარმოადგენს სინოვიური სითხით სავსე ტომრისებრ ღრუს. ის სხეულის იმ ადგილას მდებარეობს, რომელზეც მოძრაობისას ყველაზე მეტი მექანიკური დატვირთვა მოდის, მაგალითად, მყესების ქვეშ.
ბურსიტს, ჩვეულებრივ, თან სდევს მყესების ანთება.
ადამიანს 140-მდე სინოვიური აბგა აქვს. ბურსიტი შეიძლება ნებისმიერ მათგანში განვითარდეს. ყველაზე ხშირად მაინც მხრის სახსარში გვხვდება.
ბურსიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც.
ქრონიკული ბურსიტის დროს სინოვიური აბგის მიდამოებში ხშირად ჩნდება კალციუმის ნალექები.
ქრონიკული ბურსიტის ნიშნებია:

  • სინოვიური აბგის კედლის გასქელება;
  • ღრუსშიგა შეხორცებები და კალციფიკაცია;
  • რეგიონული კუნთების ატროფია.

თუ კალციუმის ნადები მეტისმეტად დიდია, მოძრაობისას უსიამოვნო შეგრძნება აღმოცენდება, ამიტომ ნადების მოცილება აუცილებელია. კალციუმის მარილების მოცილება შესაძლებელია როგორც ასპირაციულად (ნემსით გამოწოვა), ისე ქირურგიულად. თუ ქსოვილის შეზრდამ სახსრის სრულ უმოძრაობა გამოიწვია, ქირურგიული ჩარევა გარდაუვალია.
თუ ექიმთან ვიზიტს დიდი ხნით გადადებთ, სავარაუდოდ მდგომარეობა გაგიმწვავდებათ.
აუცილებელია საქმის კურსში ჩააყენოთ მკურნალი ექიმი.
თუ თქვენი ვიზიტის გადადება, ფინანსებს უკავშირდება, მაშინ შემოგთავაზებთ ჩვენს კლინიკაში მიმდინარე აქციას, რომლის ფარგლებშიც ტრავმატოლოგთან ვიზიტი უფასოა.
მობრძანდით, რომ დროულად დაიგეგმოს მკურნალობის მეთოდი და ადგილი არ ჰქონდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას.
ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა