კუდუსუნის ძვლის ტრავმა - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა.სამი კვირის წინ დავეცი.კუდუსუნის ძვალი ვიტკინე.ყურადღება არ მივაქციე.ტკივილს ცოტათი კიდე ვგრძნობ.რაიმე მალამოს ან წამალს ხომ ვერ მირჩევთ.მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
კუდუსუნი ხერხემლის ყველაზე ქვედა ზონაა, რომელიც 4-5 განუვითარებელი, უმოძრაო მალისგან შედგება. ამ ძვლის დაზიანება მხოლოდ ტრავმული ზემოქმედებით არის შესაძლებელი.
თქვენს შემთხვევაში შესაძლოა, საქმე ეხებოდეს კუდუსუნის მოდამოს რბილი ქსოვილების დაჟეჟილობას ან დაჭიმულობას. ხოლო თუ ტკივილი დღითიდღე იმატებს, არც კუდუსუნის ძვლის მოტეხილობაა გამორიცხული.
დაჟეჟილობასაც და მოტეხილობასაც ერთი და იგივე კლინიკური ნიშნები ახასიათებს – დისკომფორტი და ტკივილი კუდუსუნის მიდამოში. შესაძლოა, გამოვლინდეს მცირედი შესივება და იმბიბიციაც (ქსოვილების სისხლით გაჟღენთა).
პირველადი დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია, ჩატარდეს რენტგენოგრაფიული კვლევა, რათა გამოირიცხოს მოტეხილობა და დაინიშნოს მკურნალობის სწორი მეთოდი, რომელიც დიაგნოზის მიხედვით სხვადასხვაა.
გთხოვთ, უყურადღებოდ ნუ დატოვებთ თქვენს ტრავმას, რადგან კუდუსუნის მოტეხილობამ შესაძლოა, გამოიწვიოს სწორი ნაწლავის დაზიანებაც !
დამოუკიდებლად მკურნალობას თავი აარიდეთ. მიმართეთ შესაბამის სპეციალისტს.
ასევე შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეკრებს ანამნეზს, შეაფასებს თქვენს მდგომარეობას ობიექტურად, დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ კვლევებს, ამის შემდეგ კი შეარჩევს მკურნალობის შესაბამის კურსს.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/27  

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა