მოგესალმებით,
სავარაუდოდ, თქვენ გულისხმობთ კიდურის მუხლის სახსარში გაშლას.
დისტანციურად ვერ განვსაზღვრავთ, თუ რა არის თქვენი ჩივილის ზუსტი გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა ეს იყოს:
- ტენდინიტი (ძვლისა და კუნთის დამაკავშირებელი მყესის ანთება);
- მიოზიტი ( კუნთების ქსოვილების ანთებითი პროცესი);
- ართრიტი (სახსრების ანთება) ;
- ჰემართროზი (სისხლჩაქცევა სახსარში ან სახსარსშიგა ღრუში);
- დაჭიმვა, ან ღრძობა და ა.შ.
ასევე, შესაძლებელია საქმე ეხებოდეს რევმატოიდულ ართრიტს, რომელსაც ახასიათებს სახსრების ტკივილი და შეშუპება, მოძრაობის შეზღუდვა, რევმატოიდული ართრიტის დროს პროცესში შეიძლება ნებისმიერი სახსარი იყოს ჩართული.
მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
მიმოწერის რეჟიმში რეკომენდაციას ვერ მოგცემთ, რადგან პირველ რიგში ეს არაპროფესიულია ჩვენი მხრიდან და რაც მთავარია, დიაგნოზიც არ ვიცით.
ამიტომ, რაკი ტრავმატოლოგთან უკვე ბრძანდებოდით და ქირურგთან გადაგამისამართათ, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !