საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის პათოლოგია - ტრავმატოლოგია

კითხვა: ფეხის გადაბრუნების გარეშე უკვე რამდენჯერმე წავიქეცი მოასფალტებულ გზაზე სიარულის დროს,ვერ ვხვდები რა მემართება, მითხარით რა შეიძლება მჭირდეს და ვის მივმართო? წინასწარ გიხდით მადლობას.
პასუხი:

მოგესალმებით,

თქვენი სიმპტომებიდან გამომდინარე, ძნელია გაგცეთ კორექტული და ამომწურავი პასუხი, თუმცა შევეცდებით დაგეხმაროთ.

შესაძლოა საქმე ეხებოდეს  ვერტებრო–ბაზილარულ უკმარისობას, რომელიც გულისხმობს  თავის ტვინის უკანა ნაწილში არსებულ  ვერტებრულ და ბაზილარულ არტერიებში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესს. ეს სისხლძარღვები ამარაგებენ თავის ტვინის სასიცოცხლო სტრუქტურებს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით.

ვერტებრო–ბაზილარული უკმარისობა ვითარდება,როდესაც სისხლის მიმოქცევა მცირდება ან საერთოდ წყდება სისხლძარღვებში, რის შედეგადაც შესაძლოა განვითარდეს ცნობიერების დაქვეითება, სისუსტე, ან მხოლოდ ბალანსისა და კოორდინაციის დაკარგვა.

ჩვენი რჩევა იქნება,  მიმართოთ ნევროლოგს, რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ მოგცემთ შესაბამის მითითებებს და საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას.

კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, უპრეცედენტო ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა