მოგესალმებით,
კოქსართროზი წარმოადგენს მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზს.
კონსერვატიული მკურნალობის მთავარი მიზანია დისტროფიული პროცესის შეჩერება, თუმცა ძირითადად იგი უშედეგოა.
დღესდღეობით კოქსართროზის მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიჩნეულია მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება.
ენდოპროთეზირება მკურნალობის მაღალტექნოლოგიური მეთოდია, რომელიც დაზიანებული სახსრის თანამედროვე მასალით (იმპლანტით) ჩანაცვლებას გულისხმობს. თუმცა, სახსრის იოგოვანი აპარატი შენარჩუნებულია და შესაბამისად, ის სრულყოფილად ფუნქციობს.
ენდოპროთეზირებისთვის ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ მსოფლიოში აღიარებული მაღალი ხარისხის თანამედროვე მასალას.
ენდოპროთეზი მრავალი სახეობის არსებობს და შედგება სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული რამოდენიმე კომპონენტისაგან. მასალებად გამოიყენება:
- პოლიეთილენი;
- კერამიკა;
- ტიტანი და ა.შ.
სახსრის ფუნქციურ-ანატომიური მონაცემებიდან გამომდინარე, დაავადების ფორმისა და ხარისხის შესაბამისად, ექიმმა ინდივიდუალრად უნდა შეგირჩიოთ თქვენთვის შესაბამისი და ხელსაყრელი ენდოპროთეზის მოდელი.
შემოგთავაზებთ, კლინიკის აქციის ფარგლებში, ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს.
ექიმი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და მკურნალობის მეთოდზეც თავად მოგახსენებთ. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გაგიმზადდებათ სათანადო დოკუმენტები, ფორმა № 100 და კალკულაცია, რომლის საფუძველზეც, თქვენი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი რაიონული გამგეობა დააფინანსებს თქვენს ოპერაციას.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/travmatologia/27
ტრავმატოლოგის უფასო კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!