კითხვა: გამარჯობა მაქვს ერთი შეკითხვა ჩემმა მეუღლემ.მოიწყვიტა თითი ოპერაციის შედეგად თითი შეუნარჩუნეს გავიდა ერთი თვე მოხსნეს ძაფები თითი დარჩა შეშუპებული და ვერ ამოძრავებს ექიმმა შეშუპების ბრალიაო როგორ შეიძლება დაცხრეს?
პასუხი:
მოგესალმებით!
პირველადი შეშუპება და ჩალურჯებები თანდათან ქრება ოპერაციიდან 7-14 დღის განმავლობაში, ხოლო კანქვეშა სიმკვრივე საბოლოოდ ქრება 5 თვიდან 1 წლის განმავლობაში.
პირველ ხანებში პაციენტმა უნდა შეასრულოს ყველა დროებითი, თუნდაც უმნიშვნელო შეზღუდვა და ქირურგის მიერ მიცემული ინდივიდუალური მითითებები.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ტრავმატოლოგის კონსულტაციაზე.
უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!