მუხლის ტკივილი - ტრავმატოლოგია

კითხვა: ერთი თვეა რაც გამირთულდა მარჯვენა მუხლის უკან ტკივილი, მიჭირს ბოლომდე მოხრა და ასევე გაშლა ფეხის და ძალასაც ვერ ვატან სიარულს. მიღებული მაქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ნემსები და გელებიც. ყველაზე ცუდი რაც არის ამტკივდა დაბლა კოჭებთან სახსრები, მეორე მუხლიც, ძალიან მიჭირს განძრევა ,(გადაადგილება) მანქანამდეც. ვარ 55 წლის მძიმე წონიანი ბავშობიდან. გემუდარებით მირჩიეთ რამე ნემსები, როგორც ვკითხულობ ეს რა ტკივილიათქო, ყველა მეუნება რაღაც ჯვარედინა ნერვიო. გთხოვთ დამეხმარეთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება, რა თქმა უნდა შეუძლებელია, რადგან ზოგადად, მიზეზებს მწვავე და სახსრის გადატვირთვის შედეგად მიღებულ დაზიანებებად ყოფენ. მწვავე დაზიანება ერთჯერადი ტრავმის შედეგად წარმოიშობა, ხოლო სახსრის გადატვირთვის დროს ტკივილის ინტენსივობა თანდათან იმატებს.
დისტანციურად ვერ განვსაზღვრავთ, თუ რა არის თქვენი ჩივილის ზუსტი გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა ეს იყოს:
● ტენდინიტი (ძვლისა და კუნთის დამაკავშირებელი მყესის ანთება);
● მიოზიტი ( კუნთების ქსოვილების ანთებითი პროცესი);
● ართრიტი (სახსრების ანთება) ;
● ჰემართროზი (სისხლჩაქცევა სახსარში ან სახსარსშიგა ღრუში);
● ან მხოლოდ დაჭიმვა, ან ღრძობა და ა.შ.
თქვენი ეს მდგომარეობა აუცილებლად საჭიროებს ორთოპედ-ტრავმატოლოგის მიერ სიტუაციის შეფასებას მკურნალობის დაგეგმვის მიზნით.
უმჯობესია, მობრძანდეთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე.
ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა