ვიზიტი ტრავმატოლოგთან - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა.მუხლი მაწუხებს ზოგჯერ მისივდება და სითხე დგება მიჭირს მოხრა და ბოლომდე გაშლა რისი ბრალი შეიძლება იყოს და რა მკურნალობა იქნება საჭირო ან სად უნდა მივიდე.მუხლი წლების უკან დარტყმული მაქვს.
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც ჩანს უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს მუხლის შეშუპებასთან დაკავშირებით, სადაც აღვნიშნავდით, რომ შეშუპება მუხლის არეში ვითარდება, როდესაც ჭარბი სითხე გროვდება მუხლის სახსარში ან მის გარშემო, ასევე მუხლის არეში შეშუპება შეიძლება იყოს ტრავმის, ზედმეტად დატვირთვის ან ფარულად მიმდინარე დაავადების შედეგი.
მიმოწერის რეჟიმში, დიაგნოსტირება რა თქმა უნდა შეუძლებელია.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ უფასო კონსულტაცია ტრავმატოლოგთან, სადაც ანამნეზის შეკრების, ობიექტური შესაფების და საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ, ექიმი დასვამს დიაგნოზს და შეგირჩევთ თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებულ მკურნალობას.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/27 

უფასო კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა