მოგესალმებით,
ედს ერითროციტების დალექვის სიჩქარეს ნიშნავს და მისი მატება დაკავშირებულია ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებთან, რომელიც შესაძლოა იყოს:
- ჩირქოვანი პროცესები;
- აბსცესი;
- სხვადასხვა ორგანოს ანთებითი პროცესი (აპენდიციტი, ქოლეცისტიტი, პიელიტი, პნევმონიები და სხვა);
- ბაქტერიული ინფექციები;
- ალერგიული მდგომარეობა და ა.შ.
დიახ, ედს–ის მომატება შესაძლოა უკავშირდებოდეს კოქსართროზს, თუმცა დედათქვენის შემთხვევაში, ჩატარებული კვლევების პასუხების გაცნობის გარეშე, დაზუსტებით ვერ მოგახსენებთ.
კოქსართროზი
იგი წარმოადგენს მენჯ–ბარძაყის სახსრის ართროზს. მისი კონსერვატიული მკურნალობის მთავარი მიზანია დისტროფიული პროცესის შეჩერება, თუმცა ძირითადად იგი უშედეგოა.
დღესდღეობით კოქსართროზის მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიჩნეულია მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება, რაც მკურნალობის მაღალტექნოლოგიური მეთოდია, რომელიც დაზიანებული სახსრის თანამედროვე მასალით (იმპლანტით) ჩანაცვლებას გულისხმობს. თუმცა, სახსრის იოგოვანი აპარატი შენარჩუნებულია და შესაბამისად, ის სრულყოფილად ფუნქციობს.
ენდოპროთეზირებისთვის ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ მსოფლიოში აღიარებული მაღალი ხარისხის თანამედროვე მასალას.
სახსრის ფუნქციურ-ანატომიური მონაცემებიდან გამომდინარე, დაავადების ფორმისა და ხარისხის შესაბამისად, ექიმმა ინდივიდუალრად უნდა შეარჩიოს შესაბამისი და ხელსაყრელი ენდოპროთეზის მოდელი.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ, ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს.
უშუალო ვიზიტის დროს სრულფასოვნად შეფასდება პაციენტის მდგომარეობა და დაიგეგმება მკურნალობა.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/travmatologia/27
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!