კითხვა: მოგესალმებით. მესამე თვეა მაწუხებს ძლიერი ფეხის ტკივილი,რევმატოლოგმა გონართოზის დიაგნოზი დამისვა,დამინიშნა ანთებისსაწინააღმდეგო და გლიკოზამინი.მკურნალობა ჩავამთავრე,თუმცა ტკივილის გამო ვკოჭლობ და მუხლის სახსარში ფეხს ვერ ვამოძრავებ.ვის მივმართო,ნევროლოგს თუ ტრავმატოლოგს?გმადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
გონართროზი მუხლის სახსრის დეგენერაციული დაავადებაა. ის შეიძლება იყოს როგორც პირველადი, ანუ დამოუკიდებლად განვითარებული, ისე მეორეული, ანუ განვითარებული მუხლის სახსრის სხვა პათოლოგიით გამოწვეული ანთებითი დაზიანების შედეგად.
ართროზის დროს ძვლების სასახსრე ზედაპირებზე ხრტილი ცვდება, სკდება, თხელდება, რაც იწვევს ხრტილოვანი ქსოვილის ძვლოვანი მარილებით ჩანაცვლებას.
ყალიბდება ძვლოვანი წანაზარდები, რაც ხშირად იწვევს სახსრისა და მის ირგვლივ არსებული ქსოვილების დაზიანებას, ანთებას, ტკივილსა და მოძრაობის შეზღუდვას. თავდაპირველად ტკივილი ყრუა, არაინტენსიური, თუმცა ფიზიკური დატვირთვის მომატებისას შესაძლოა მკვეთრად გაძლიერდეს და ტკივილმა მუდმივი ხასიათი მიიღოს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, უშუალო ვიზიტისას ექიმი შეაფასებს მდგომარეობას, ამის შემდეგ შეადგენს კლინიკურ–ლაბორატორიული გამოკვლევების რაციონალურ სქემას, ამის შემდეგ კი, აუცილებად დაგეხმარებათ და დაგინიშნავთ თქვენზე მორგებულ და ინდივიდუალურ, მკურნალობის მეთოდს.
ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა