კითხვა: გამარჯობა, ჩემს მეუღლეს ფეხის თითზე გამოუვიდა მაზოლი, ძალიან აწუხებს.მაზებიც იხმარა და დასაკრობი საშუალებებიც მაგრამ არ ამოვარდა ბუდიდან, როგორ მოვიქცეთ?
პასუხი:

მოგესალმებით!
კოჟრები წარმოადგენს კანის გამაგრებულ, გასქელებულ არეებს, რომლებიც ვითარდება კანზე გადამეტებული ზეწოლისა და ხახუნის გამო. ისინი უფრო ხშირია ტერფზე, ამ დროს ადამიანს აქვს ტკივილი და დისკომფორტი სიარულის დროს.
მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი და მიდგომა არსებობს., დისტანციურად ვერ შემოგთავაზებთ თქვენთვის რომელი იქნება ეფექტური.
გირჩევთ, რომ მობრძანდეთ ჩვენ კლინიკაში და გაიაროთ კონსულტაცია ტრავმატოლოგთან, რომელიც დაგეგმავს თქვენი მკურნალობის მეთოდს, რის შემდეგადაც მიიღებთ მაქსიმალურად დადებით შედეგს განკურნების თვალსაზრისით.
ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციის დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა