მოგესალმებით,
საზარდულის ტკივილის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი კუნთის, იოგის ან მყესის დაჭიმვაა.
საზარდულის ტკივილი შესაძლოა ტრავმის შემდეგ დაიწყოს, ან თანდათანობით განვითარდეს კვირების ან თვეების განმავლობაში.
ასევე, შესაძლოა მიზეზი იყოს:
- საზარდულის თიაქარი;
- კენჭები თირკმელში;
- ოსტეოართრიტი;
- თეძოს ნერვის ანთება;
- მენჯ-ბარძაყის სახსრის კოქსართროზი;
- მასები სათესლე პარკში;
- სპერმატოცელე (სითხე სათესლე ჯირკვალში);
- საშარდე გზების ინფექცია და ა.შ.
დისტანციურად რა თქმა უნდა, ზუსტ დიაგნოზს ვერ დავსვამთ, ამიტომ შემოგთავაზებთ უფასო კონსულტაციას ტრავმატოლოგთან, სადაც შეიკრიბება ანამნეზი, ჩაუტარდება თქვენს მეუღლეს კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები და დაენიშნება შესაბამისი მკურნალობა.
კვლევის პროცესში შესაძლოა, საჭირო გახდეს ხერხემლის და მენჯ-ბარძაყის სახსრის რადიოლოგიური კვლევები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/27
ტრავმატოლოგის უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!