ვიზიტი ტრავმატოლოგთან - ტრავმატოლოგია

კითხვა: გაკეთებული მაქვს მენჯ-ბარძაყის ამოვარდნილობის ოპერაცია, ოპერაციის შემდეგ შეზღუდული მაქვს თეძოს სახსრის მოძრაობა, ასე გავატარე წლები, შემდგომ უკვე 3-4 წელია მეორე ფეხზე დამემართა ნერვის ანთება და დღემდე მტანჯავს მკურნალობით თითქოს უკეთესობაა, მაგრამ თანდათან ვგრძნობ, რომ მკვეთრ მოძრაობებს ვეღარ ვაკეთებ. ამასთანავე მოგახსენებთ, რომ მარცხენა ფეხი, რომელზეც ოპერაცია მაქვს გაკეთებული 4 სმ-ით მოკლეა როგორც ქირურგმა მითხრა. ვარ 48 წლის გადავწყვიტე გავიკეთო ოპერაცია. შესაძლებეელია თუ არა მენჯ-ბარძაყის ენდოპროტეზირება და ფეხის დაგრძელება მოხდეს ერთდროულად. ვცხოვრობ რაიონში, ექიმთან ვიზიტისთვის დამჭირდება თუ არა ფორმა 100-ის წარმოდგენა რაიონიდან? რა რისკებთან არის დაკავშირებული ეს ოპერაცია და ღირს თუ არა გარისკვა?
პასუხი:

მოგესალმებით,
ჩვენს კლინიკაში კიდურების დაგრძელება უპირატესად სამედიცინო ჩვენების საფუძველზე ხდება, რაიმე პათოლოგიის შემთხვევაში. ქირურგიული ჩარევა ხდება ელიზაროვის კომპრესიულ-დისტრაქციული აპარატით: ჩხირებით, ღეროებით, ჩხირებით და ღეროებით ერთდროულად. აპარატის არჩევა ხდება შეთანხმებით, ხოლო ენდოპროთეზირება მკურნალობის მაღალტექნოლოგიური მეთოდია, რომელიც დაზიანებული სახსრის თანამედროვე მასალით (იმპლანტით) ჩანაცვლებას გულისხმობს. თუმცა სახსრის იოგოვანი აპარატი შენარჩუნებულია და შესაბამისად, ის სრულყოფილად ფუნქციობს. ამ ორი ოპერაციის ერთდროულად ჩატარება შეუძლებელია.
როგორც მოგვითხრობთ ბრძანდებით 48 წლის, ამ ასაკში საყოველთაო ჯანდაცვა ენდოპროთეზირებას არ აფინანსებს, აღნიშნული ოპერაცია ფინანსდება მხოლოდ საპენსიო ასაკს მიღწეული პაციენტებისათვის და სამწუხაროდ ასეთ შემთხვევაშიც კი, საყოველთაო ჯანდაცის პროგრამა, პაციენტს აფინანსებს მხოლოდ 10%–ით.
რაც შეეხება ფეხზე ნერვის ანთებას, მისი მკურნალობა ნევროლოგის პრეროგატივაა.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ტრავმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელ ბატონ ზურა ორაგველიძესთან კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტური შეფასებისა და საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების შემდეგ, დაგეხმარებათ ოპერაციის დაგეგმარებაში და მოგაწოდებთ ამომწურავ ინფორმაციას, თქვენთვის საინტერესო ყველა საკითხზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა