ქუსლის დაბუჟება - ტრავმატოლოგია

კითხვა: მიბუჟდება მარჯვენა ფეხის ქუსლი რას მირჩევთ?
პასუხი:

მოგესალმებით!
ქუსლების სტრუქტურების მუდმივი ხასიათის გადაძაბვას უწოდებენ ქუსლის ტკივილის სინდრომს.
ის შეიძლება გამოიწვიოს ფეხსაცმელმა, რომელსაც აქვს ძალიან დაბალი ქუსლი, გარდა ამისა, ქუსლის ტკივილი შეიძლება განაპირობოს ფეხის გულში, ქუსლის არეში კანქვეშა ცხიმის განლევამ მოძრაობითი აქტიურობის მკვეთრი მატების შემთხვევაში.
ქუსლის ტკივილის მეორე მიზეზია ფეხის გულის ფასციიტი (ფასციის ანთება). ხშირად ასეთ მდგომარეობას განაპირობებს ბრტყელტერფიანობა. ასევე, ძლიერმა ბრტყელტერფიანობამ შეიძლება გამოიწვიოს ფასციის ძლიერი გაჭიმვა და მისი ანთება. შედეგად განვითარდება ტკივილი ქუსლში და ტერფის თაღში. მსგავსი ჩივილი ახასითებს ქუსლის ძვლის წანაზარდს - ე. წ. დეზი. თუ პირველი დაბიჯებისას ძალიან გტკივათ, მერე და მერე კი ტკივილი მცირდება, სავარაუდოდ დეზის არსებობაზე მიუთითებს.
თუ თქვენი პრობლემა ბრტყელტერფიანობაა, მაშინ სპეციალური სუპინატორი უნდა მოათავსოთ ფეხსაცმელში (ორთოპედმა უნდა შეგირჩიოთ). ძალიან დიდი მნიშვნენელობა აქვს ფეხსაცმლის შერჩევას - მას უნდა ჰქონდეს მაგარი უკანა მხარე, რათა მყარად დაიჭიროს ქუსლი.
დისტანციურად გამომწვევი მიზეზის დადგენა შეუძლებელია, ამიტომ შემოგთავაზებთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციას, ექიმი შეკრებს ანამნეზს და საჭიროების შემთხვევაში დაგენიშნებათ საჭირო კვლევები, რის შემდეგაც დაიგეგმება მკურნალობის ტაქტიკა.
ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა