ქვემო კიდურის სახსრის პათოლოგია, მუხლის ტკაცუნი - ტრავმატოლოგია

კითხვა: მტკივა მუხლი.მიმოხვრის დროს ხმაურია.გადავიღე რენდგენი ცუდი არაფერი აჩვენა.ვარ 64 წლის.დაჭიმულობა მაქვს ბომდე ვერ ვმართავ.რას მირჩევთ
პასუხი:

მოგესალმებით,

სავარაუდოდ, თქვენ გულისხმობთ კიდურის იდაყვის სახსარში გაშლას.
მიზეზებს მწვავე და სახსრის გადატვირთვის შედეგად მიღებულ დაზიანებებად ყოფენ. მწვავე დაზიანება ერთჯერადი ტრავმის შედეგად წარმოიშობა, ხოლო სახსრის გადატვირთვის დროს ტკივილის ინტენსივობა თანდათან იმატებს.
დისტანციურად ვერ განვსაზღვრავთ, თუ რა არის თქვენი ჩივილის ზუსტი გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა ეს იყოს:

  • ტენდინიტი (ძვლისა და კუნთის დამაკავშირებელი მყესის ანთება);
  • მიოზიტი ( კუნთების ქსოვილების ანთებითი პროცესი);
  • ართრიტი (სახსრების ანთება);
  • ჰემართროზი (სისხლჩაქცევა სახსარში ან სახსარსშიგა ღრუში);
  • ან მხოლოდ დაჭიმვა, ან ღრძობა და ა.შ.

რაც შეეხება „მიმოხვრის დროს ხმაურს“ , სახსარში არის სინოვიური სითხე, რომელიც ამცირებს სახსარში ხახუნს და ამით ხრტილს გაცვეთისა და გახეხვისაგან იცავს. ამ სითხეში გახსნილია აზოტი, ჟანგბადი და ნახშირორჟანგის გაზი. სახსრის ჩანთის ზედმეტად გაჭიმვის ან არაბუნებრივი მოძრაობისას გროვდება გაზები ბუშტუკების სახით, რომლებიც სკდება და წარმოიქმნება ტკაცუნი.
შეგიძლიათ, მიმართოთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგს, მანამდე კი, თავი აარიდეთ დატვირთვას.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა