მოგესალმებით!
აქილევსის მყესის გაწყვეტა ტრავმაა, რომელიც ფეხის ქვედა უკანა ნაწილს აზიანებს. ყველაზე ხშირად ასეთი ტიპის დაზიანება სპორტის რომელიმე სახეობის მიმდევარ ადამიანებში გვხვდება.
აქილევსის მყესის ძლიერი ფიბროზული ქსოვილია, რომელიც კანჭის კუნთებს აერთებს ქუსლის ძვალთან. თუ ზედმეტად დაიჭიმება ეს მყესი, შესაძლოა, გაწყდეს სრულიად ან ნაწილობრივ.
თუ გაწყდა აქილევსის მყესი, შესაძლოა, იგრძნოთ ტკაცუნი, რომელსაც მოსდევს ძლიერი ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა. აქილევსის მყესი უზრუნველყოფს ფეხის მოხრას, თითის წვერებზე აწევასა და სიარულს , ნორმალურ მოძრაობებს. მყესს იყენებთ ნებისმიერ დროს, როცა ფეხზე დგახართ.
გაწყვეტა ძირითადად მყესის იმ ნაწილში ხდება, რომელიც დაახლოებით 6 სანტიმეტრითაა დაშორებული ქუსლზე მიმაგრების ადგილიდან. ეს ნაწილი ნაკლებ სისხლს იღებს და ამით აიხსნება დაზიანების მაღალი რისკი და მორჩენითი პროცესების ნელი მიმდინარეობა.
გირჩევთ, მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს. ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს.
გაცნობებთ, რომ აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობათ...კოჯთან სადაც იკეცება მაქვს ტკივილები ისედაც.სიარულის დროს და ხელის დადებაზეც...ვიყავი ორთოპედ ტრამვატოლოგთან მითხრეს ნერვის ანტებააო აქილევსის სინდრომი ტუ არ ვცდები.დამინიშნეს ყინულის კომპრესები ტაბლეტები და მაზი მაგრამ არ მიშველა..მაინტერესებს ისევ ორთოპედ ტრამვატოლოგს მივმარტო?
პასუხი: