სახსრის ბლოკირება - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა 4 წლის წინ ჩემს მეუღლეს გაუკეთდა ანევრიზმის ოპერაცია დღეს დღეობით ფეხებიდან არის პარალიზებული მაგრამ მგრძნობელობა გააჩნია ვერ დადის და ვერ დგება მხოლოდ დახმარებით შეუძლია გადაადგილება თან მუხლში აქვს მყესები ჩაკეტილი მყავდა არაერთი მასაჟუსტი დაქირავებული მაგრამ არ მოხერხდა გახსნა რა შეიძლება გავაკეთო იმისათვის რომ შეძლოს თუნდაც რაიმეს დახმარებით გადაადგილებას იქნება კასტილები თუ სხვა საშუალება
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა შესაძლოა ჩივილის გამომწვევი იყოს მენისკი, იგი მუხლის სახსრის სახსარშიგა, ნახევარმთვარის ფორმის ხრტილია. ასეთი ხრტილი ორია - შიგნითა ანუ მედიალური და გარეთა ანუ ლატერალური. სახსრის წინ ისინი იოგებით არიან შეერთებულნი. გარეთა მენისკი უფრო მოძრავია, ვიდრე შიგნითა, ამიტომ მისი ტრავმული დაზიანება უფრო იშვიათია. შიგნითა მენისკი ნაკლებად მოძრავია და მუხლის სახსრის გვერდითა იოგს უკავშირდება, ამიტომ მის ტრავმას ხშირად იოგის დაზიანებაც ახლავს თან.
დროული მკურნალობის გარეშე, მან შესაძლოა, გამოიწვიოს სახსრის რეაქტიული არასპეციფიური ანთება, რაც საბოლოოს იწვევს სახსრის ბლოკირებას.
ასეთ დროს აღინიშნება მოძრაობის (განსაკუთრებით - გაშლის) მკვეთრი შეზღუდვა, ჰემართროზი (სახსრის ღრუში სისხლის დაგროვება) და სითხის დაგროვება სეროზულ ღრუში.
როგორც მოგვითხრობთ, მეუღლე ვერ ახერხებს გადაადგილებას, შეგიძლიათ თქვენ მობრძანდეთ ტრავმატოლოგთან და თუ გაქვთ ამ პათოლოგიასთან დაკავშირებული კვლევის პასუხები, იქონიოთ თან. ექიმი ობიექტურად შეაფასებს მდგომარეობას და თავად მოგახსენებთ, მკურნალობის მეთოდის შესახებ.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა