კითხვა: გამარჯობა ვარჯიშის დამთავრების მერე დამეწყო ტკივილი საზარდულის არეში და როგორ მოვირჩინო. ფეხბურთის თამაშისდროს ამტკივდა
პასუხი:
მოგესალმებით,
როგორც მოგვითხრობთ, საზარდულის ტკივილი დაგეწყოთ თამაშის შემდეგ, შესაბამისად იგი ტრავმულია. სავარაუდოდ, უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს მსგავს ჩივილთან დაკავშირებით.
შესაბამისად მოგახსენებთ, რომ თვითმკურნალობა დაუშვებელია. აუცილებელია შესაბამისი კლინიკური კვლევის ჩატარება, რათა მოხდეს ზუსტი დიაგნოსტირება, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება, მკურნალობის ინდივიდუალური მეთოდის შერჩევა.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/27
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !