ნიკრისის ქარი - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა,მაქვს მარჯვენა ფეხის დიდ თითზე პოდაგრა,რომელიც იზრდება და გაუსაძლისად მაწუხებს,ვიღებდი გამაყუჩებელ პრეპარატებს,მაგრამ დიდი შედეგი არ მაქვს,იქნებ რამე მირჩიოთ რა პრეპარატით შეიძლება მკურნალობა,დიდი მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
პოდაგრა, ანუ ნიკრისის ქარი ართრიტის ყველაზე მტკივნეული ფორმაა. ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია ქვედა კიდურების სახსართა უპირატესი დაზიანება. ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ სავსებით შესაძლებელია შუაღამისას გაგეღვიძოთ.
როგორც წესი ნიკრისის ქარი ჩნდება ფეხის პირველ თითზე. შეხებისას პაციენტი დიდ დისკომფორტს გრძნობს. ართრიტის ეს ფორმა ვითარდება შარდმჟავას მარილების, ურატების, კრისტალების დაგროვების გამო, რაც იწვევს უეცარ ტკივილს, სახსრის გაწითლებას, შეშუპებას, მოძრაობის შეზღუდვას და არც სხვა სახსრების დაზიანებაა გამორიცხული. ეპიზოდები შეიძლება გაგრძელდეს 3–დან 10 დღემდე და მდგომარეობა გაართულოს სტრესმა ან ალკოჰოლმა. ამასთან, რისკ–ფაქტორია სიმსუქნე.
დისტანციურად პრეპარატებზე ვერ მიგითითებთ, შეგვიძლია შემოგთავაზოთ, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაცია ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, სადაც შეფასდება თქვენი მდგომარეობა ობიექტურად და ექიმი დაგინიშნავთ ინდივიდუალურ მკურნალობას.
აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა