ბრტყელტერფიანობა, კოქსართროზი - ტრავმატოლოგია

კითხვა: მაწუხებს მყესები ვარ ბტყელტერფიანი სუპინატორს ვატარებ მაინც მტკივა განსაკუთრებით დილით სანამ გავივლი მერე თანდათან ნელდება წელიც მტკივა მაქვს კოკსართროზი გავიკეთე რევმატოლოგის დანიშნულება მაგრამ დროებითია ყველაფერი გთხოვთ მირჩიეთ რამე ვის მივმართო მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
ბრტყელტერფიანობა ტერფის ერთობ გავრცელებული პათოლოგიაა. ამ დროს ტერფი ბრტყელდება და ამორტიზაციის უნარს კარგავს, რის გამოც ადამიანი სიარულისას ძლიერ იღლება და ტკივილიც აწუხებს.
ტერფის ნაწილები ერთმანეთს კუნთებითა და მყესებით უკავშირდებიან. მყესები შემაერთებელქსოვილოვანი ზონარებია, რომლებიც ძვლებს ჭიმავს და ტერფს დამახასიათებელ თაღისებრ ფორმას აძლევს.
თუკი ბრტყელტერფიანობას დროულად არ უმკურნალებთ, მას შეიძლება წელის დისკის თიაქარი, რადიკულიტი და ოსტეოქონდროზიც დაერთოს, რითაც შესაძლოა აიხსნას თქვენი ჩივილები წელის ტკივილთან და კოქსართროზთან დაკავშირებით.
ბრტყელტერფიანობის განვითარების სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვაგვარად მკურნალობენ. პირველ და მეორე სტადიებზე თერაპია ელექტროფიზიოლოგიურ და ფიზიოთერაპიულ მეთოდებს მოიცავს.
რაც შეეხება კოქსართროზს – მოგახსენებთ.

კოქსართროზი

იგი მენჯ-ბარძაყის სახსრის მადეფორმირებელ ართროზს ნიშნავს და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დეგენერაციულ-დისტროფიულ დაავადებებს შორის უდავო ლიდერად ითვლება.
დღესდღეობით, კოქსართროზის ოპერაციული მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიჩნეულია მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება. ოპერაციის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში ქრება ტკივილი, მოძრაობის ფუნქცია აღდგება და პაციენტის ზოგადი მდგომარეობაც საგრძნობლად უმჯობესდება.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, გაიაროთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაცია , რომელიც ანამნეზის შეკრების შემდეგ, დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, ობიექტურად შეაფასებს თქვენს ზოგად მდგომარეობას, აუცილებლად დაგეხმარებათ და შეგირჩევთ თქვენზე მორგებულ და ინდივიდუალურ მკურნალობის კურსს.
ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, პაციენტების ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ, ნომერზე 577 119 119 ან   2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა