მოგესალმებით,
რთულია დისტანციურად ზუსტი პასუხის გაცემა, თუმცა შევეცდებით დაგეხმაროთ. შესაძლებელია თქვენი სიმპტომების გამომწვევი მიზეზი იყოს ართროზი, ის სახსრების ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც შრომის უნარის დაკარგვის, ცხოვრების ხარისხის გაუარესების მთავარ მიზეზს წარმოადგენს. ართროზის დროს სახსრის ყველა ელემენტი ზიანდება. სახსარში არის სინოვიური სითხე, რომელიც ამცირებს სახსარში ხახუნს და ამით ხრტილს გაცვეთისა და გახეხვისაგან იცავს. ამ ხსნარში გახსნილია აზოტი, ჟანგბადი და ნახშირორჟანგის გაზი. სახსრის ჩანთის ზედმეტად გაჭიმვის ან არაბუნებრივი მოძრაობისას გროვდება გაზები ბუშტუკების სახით, რომლებიც სკდება და გამოსცემს ტკაცუნს. იმისათვის რომ დავაზუსტოთ აღნიშნული სიმპტომები, ართროზითაა გამოწვეული თუ არა, შემოგთავაზებთ კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც უშუალო კონსულტაციისას შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დასვამს დიაგნოზს, ამის შემდეგ კი დაგენიშნებათ მკურნალობა.
უფასო კონსულტაციაზე წინასწარ ჩაწერა აუცილებელია, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობათ.შარშან ზაფხულში კიბეზე ასვლისდროს დავაფიქსირე მუხლის არეში ყრუ ტკივილი და ტკაცუნი .იმის შემდეგ სტაბილურად ვგრძნობ ანალოგიურ შეტევებს.ამ ეტაპზე არმაქვს ტკივილები მძიმეფორმით მაგრამ შეიმჩნევა სიწითლე, შეხურება და ანალოგიურად მხოლოდ კიბის საფეხურზე ასვლისდროს ეგრედწოდებულ ტკაცუნს მუხლის სახსარში.
გთხოვთ თუ შეგიძლიათ მირჩიოთ როგორ მოვიქცე რომ უფრო მეტ გართულებასთან არმქონდეს სამომავლოდ საქმე.
წინასწარ გიხდით მადლობას.
პასუხი: