მოგესალმებით,
მყესი ეს არის ქსოვილის ძლიერი ზონარი, რომელიც კუნთს ძვალთან ამაგრებს. ის კუნთების შეკუმშვისას, ძვლებსა და სახსრებს ეხმარება მოძრაობაში.
ზოგადად, მყესის მსუბუქ დაზიანებებს სახლის პირობებშიც შეგიძლიათ უმკურნალოთ. ისინი ჩვეულებრივ რამდენიმე კვირაში გაივლის.
ფლოსტერონი კი, არის ჰორმონი - ბეტამეტაზონი, იგივე დიპროსპანი. ნაჩვენებია მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს.
ფლოსტერონი, მისი რეცეპტის მიხედვით, გამოიყენება სახსრებისა და ანთებითი რევმატიული დაავადების დროს. შესაბამისად შეგიძლიათ გამოიყენოთ სამკურნალოდ, თუმცა მყესის ხანგრძლივი ტკივილის დროს, როცა ტკივილი მკურნალობის შედეგად არ გაუმჯობესდება, აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ მიკროქირურგთან.
გირჩევთ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში , სადაც მოგემსახურებიან ამ დარგის კვალიფიციური სპეციალისტები .
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/27
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !