მოგესალმებით,
ოსტეომა კეთილთვისებიანი წარმონაქმნია და მისი ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარების ალბათობა ძალზე მცირეა (მითუმეტეს ამოკვეთა მოხდა და სავარაუდოდ ამოკვეთილი ქსოვილიც შეისწავლეს), მაგრამ პროფილაქტიკური გამოკვლევა აუცილებელია წელიწადში ერთხელ მაინც.
გირჩევთ, მიმართოთ მკურნალ ექიმს მდგომარეობის ზუსტად შეფასებისთვის.
ასევე, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც , საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ , შევძლებთ გაგცეთ ამომწურავი პასუხი და დაგინიშნოთ შესაბამისი მკურნალობა.
საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, დიაგნოსტირებაში ჩაერთოს სხვა სპეციალისტიც.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!