მოგესალმებით!
ოსტეოპოროზი არის დაავადება, რომლის დროსაც მცირდება ძვლოვანი ქსოვილის მასა და იცვლება ძვლის შენება. ძვლები მყიფდება, რაც ზრდის მოტეხილობის რისკს. ოსტეოპოროზს ხანგრძლივი მიმდინარეობა ახასიათებს, ის ხშირად ფარულად მიმდინარეობს და პირდაპირ გართულებით - ხერხემლის, ბარძაყის ყელის ან სხვა ძვლის მოტეხილობით - იჩენს თავს.
ოსტეოპოროზის განვითარებაზე გავლენას ახდენს მრავალი გარეგანი თუ ინდივიდუალური ფაქტორი. მათ შორის აღსანიშნავია:
- ჩონჩხის ძვლების დაბალი მინერალური სიმკვრივე და ძვლოვანი მასის გაძლიერებული კარგვა პერიმენოპაუზის პერიოდში;
- მდედრობითი სქესი;
- ხანდაზმული ასაკი;
- ნაადრევი მენოპაუზა;
- კვების თავისებურებები (საკვებით კალციუმის მიწოდების შემცირება, კალციუმის მცირე მოხმარება, ხორცის ჭარბი მიღება, რძის პროდუქტების აუტანლობა, D ვიტამინის დეფიციტი);
- ყავის, ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარება.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, დისტანციურად, პრეპარატის მიღების ვადებთან დაკავშირებით რეკომენდაციას ვერ მოგცემთ, გირჩევთ, ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეწყვიტოთ რისებონის მიღება იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ, რადგან შეიძლება დაიწყოს ძვლის მასის დაკარგვა.
მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, მისი კომპეტენციაა გაცნობოთ რისებონით მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც შემოგთავაზებთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!