კითხვა: გამარჯობა !....ცალი ფეხის ტერფი მტკივა ნეკა თითიდან ქუსლამდე გვერდზე .... ფეხის დადგმაც მიჭირს ისე ...განსაკუთრებით დილის საათებში....გმადლობთ წინასწარ
პასუხი:
მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ტერფის ტკივილი ხშირად გაურკვეველი წარმოშობისაა, თუმცა ცნობილია მისი ზოგიერთი მიზეზიც. მაგალითად, მისი გამომწვევი შესაძლოა, იყოს:
- რევმატული დაავადება;
- სტრუქტურული დეფორმაცია;
- ფეხსაცმლის ტიპი და ა.შ.
ტერფის ტკივილს იწვევს დიდი წვივის უკანა ნერვის მიჭყლეტა, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს:
- ადგილობრივმა ტრავმამ (მყესების დაჭიმვამ, მოტეხილობამ);
- მოცულობითმა პროცესმა (ვენების დაავადებამ, ცხიმგროვამ);
- ტერფის დეფორმაციამ.
ასევე ტკივილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ქუსლის ძვლის დეზი, ქუსლთან ფასციის დაზიანებისა და ანთების შედეგად გაძვალებული ქსოვილი. ჩივილები ამ დროს ინდივიდუალურია.
გირჩევთ, პირველ ეტაპზე, მობრძანდეთ ტრავმატოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც საჭირო კვლევების შემდეგ, დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/27
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!