ქუსლის ტკივილი - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა, მაწუხებს ქუსლის ტკივილი მარცხენა ფეხზე, ადრე თითქოს უმნიშვნელო იყო მაგრამ ეხლა უფრო გამიმძაფრდა, ფეხს რო ვდგამ ისეთი შეგრძნება მაქ თითქოს შიგნით ძვალი მტკივა, გარედან არაფერი მეტყობა არანაირი ნახეთქები. შეიძლებაა რამე სერიოზული იყოს? და კერძოდ რომელ სპეციალისტს უნდა მივმართო?
პასუხი:

მოგესალმებით,
მსგავსი სიმპტომებით ბევრი პაციენტი მოგვმართავს, ქუსლებში ტკივილი, შეიძლება გამოიწვიოს ფეხსაცმელმა, რომელსაც აქვს ძალიან დაბალი ქუსლი, გარდა ამისა, ქუსლის ტკივილი შეიძლება განაპირობოს ფეხის გულში, ქუსლის არეში კანქვეშა ცხიმის განლევამ მოძრაობითი აქტიურობის მკვეთრი მატების შემთხვევაში, მეორე მიზეზია ფეხის გულის ფასციიტი (ფასციის ანთება). ხშირად ასეთ მდგომარეობას განაპირობებს ბრტყელტერფიანობა.
ფეხის გულის ფასცია მკვრივი შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნია, რომელიც ფართო ზოლის სახით არის გადაჭიმული ფეხის გულის ზედაპირზე ქუსლის ძვლიდან ტერფის წინა ნაწილამდე. ძლიერმა ბრტყელტერფიანობამ შეიძლება გამოიწვიოს ფასციის ძლიერი გაჭიმვა და მისი ანთება. ქუსლის არეში ტკივილს ხშირად იწვევს ქრონიკული ანთებითი რევმატული დაავადებები, მაგალითად:

  • ბეხტერევის დაავადება;
  • ფსორიაზული ართრიტი;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • პოდაგრა;
  • ოსტეოპოროზი.

დასაზუსტებლად საჭიროა მობრძანდეთ გასინჯვაზე ტრავმატოლოგთან და ჩაიტაროთ კონსულტაცია.
დაგენიშნებათ თქვენზე ინდივიდუალურად მორგებული გამოკვლევათა პაკეტი და შემდგომ, შედეგების მიხედვით სათანადო მკურნალობა.
კლინიკაში ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქცია, რომლის ფარგლებშიც შეგიძლიათ ისარგებლოთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციით, წინასწარი ჩაწერით შემდეგ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას , გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა