გაბზარული ნეკნი - ტრავმატოლოგია

კითხვა: მოგესალმებით.გაბზარული და გატეხილი ნეკნის მკურნალობა როგორ არის შესაძლებელი და რა პრეპარატების მიღება შეიძლება,რომ დააჩქაროს შეხორცების პროცესი? რამდენად საჭიროა კორსეტის ხმარება? შეიძლება თუ არა ასეთ დროს ალკოჰოლის( ლუდის) მიღება? მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, გაბზარეული ნეკნი არ არის ისეთი საშიში როგორც ნაწილებად დატეხილი ნეკნი. რადგან ძვლის დაკბილულმა კიდემ შესაძლოა დააზიანოს დიდი ზომის სისხლძარღვები და შინაგანი ორგანოები, მაგალითად ფილტვები.
უმეტეს შემთხვევაში, ნეკნის მოტეხილობა თავისით შუშდება 1-2 თვეში. საჭიროა ტკივილის კონტროლი, რათა განაგრძოთ ღრმად სუნთქვა და თავიდან აირიდოთ ისეთი გართულებები, როგორიცაა პნევმონია.
სასურველია არ მიიღოთ ალკოჰოლური სასმელები.
მიმოწერის რეჟიმში პრეპარატებზე მითითებას ვერ მოგცემთ და გირჩევთ თქვენც თავი აარიდოთ თვითმკურნალობას.
რაც შეეხება კორსეტს, აქ მნიშვნელობა ენიჭება მოტეხილობის ხარისხს. შესაბამისად, მისი საჭიროების შესახებ ინფორმაცია უნდა მოეწოდებინა თქვენს ექიმს და გირჩევთ , კვლავ მიმართოთ მას .
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !  

გამოაგზავნეთ შეკითხვა