ვიზიტი სპეციალისტთან - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა.თუ შეიძლება იქნებ მიპასუხოთ,დაახლოებით ორი კვირაა მაწუხებს ეს პრობლემა.მარჯვენა მხარეს მკერდიდან ნეკნების ჩაყოლებაზე ვგრძნობ ძარღვის დაჭიმულობას,რაც დიდ დისკომფორტს მიქმნის,ანუ ზუსტად ვგრძნობ რომ არა კუნთი არამედ მთლიანი ძარღვი მაქვს დაჭიმული მკერდიდან ნეკნებამდე და შესაბამისად გამოიკვეთა ანუ რაც გამეჭიმა საკმაოდ ამობურცულია მთელ სიგრძეზე.არც მივარჯიშია იმ მომენტში,არც რაიმე სიმძიმე ამიწევია.რაც მქონდა სახლში ინდომეტაცინის მალამო გამოვიყენე,მერე ვოლტარენიც შევიძინე,ნუ ოდნავ კი მომცა შეღავათი მაგრამ მაინც მაქვს დაჭიმული ეს ძარღვი და ძალიან მოქმედებს უკვე ნერვებზე.. იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე,დაველოდო თუ ექიმთან მივიდე,ან რის ექიმთან უნდა მ ივიდე რომელი ექიმის კომპეტენციაა ეს პრობლემა? ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ,მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია. შესაძლოა, თქვენი ჩივილები უკავშირდებოდეს მიოფასციური ტკივილის სინდრომს ან ფიბრომიალგიას (კუნთოვანი ტკივილი) .
ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, განახორციელოთ ვიზიტი შესაბამის სპეციალისტთან.
რა თქმა უნდა შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან კონსულტაციაზე. რომელიც უშუალო ვიზიტისას შეკრებს ანამნეზს, შეგირჩევთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, ამის შემდეგ კი დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ მკურნალობას.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/27 

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა