მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ქუსლის ძვლის დეზი;
- მისი წარმოქმნის მიზეზი;
- ქუსლის ძვლის დეზის მკურნალობა.
ქუსლის ძვლის დეზი წარმოადგენს ძვლოვანი ქსოვილის მახათისებრ წანაზარდს.
მდგომარეობა იწვევს სქელი ე.წ. პლანტარული ფასციის ანთებას და ტკივილს. პლანტარული ფასცია ფეხის ქვედა ნაწილში მდებარეობს და ქუსლის ძვალს აერთებს ფეხის თითებთან.
მათი წარმოქმნის მიზეზი ზუსტად არაა დადგენილი. ითვლება, რომ დეზი შეიძლება, წარმოიქმნას ტრავმის შემდეგ, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად, ასევე იმ შემთხვევებში, როცა ადამიანს უწევს დიდხანს დგომა ან სიარული და ქუსლის ძვალი ნორმაზე მეტად დატვირთულია.
ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ როგორც კონსერვატული, ისე ქირურგიული მკურნალობა.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც მაღალკვალიფიციური ექიმი გაგიწევთ დახმარებას.
ობიექტური დათვალიერების შემდეგ, გადაწყდება ექვემდებარება თუ არა ქუსლის დეზი ლაზერულ დაშლას და საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ სპეციალიზებულ კლინიკაში.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/27
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!