ვიზიტი ტრავმატოლოგთან - ტრავმატოლოგია

კითხვა: მოგესალმებით.მინდა დაგეკითხოთ.რამოდენიმე დღეა მარჯვენა მუხლის არეში განვიცდი დისკომფორტს ტკივილზე მეტად მიხურს შიგნიდან. ხანდახან ცოტაც მტკივა.დამჯდარ მდგომარეობაში იმდენად არ მაქვს პრობლემა.ძირითადად რომ დავდივარ მაშინ ასე მგონია რომ ფეხს ის კარგად ვერ ვდგამ მუხლის გამო.ვის მივმართო ან რა შეიძლება იყოს?? მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, თუმცა თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა ეს იყოს სახსროვანი დაავადება, რომელზეც ვეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
სახსროვან დაავადებათა განვითარებაში ბრალი მიუძღვის როგორც გენეტიკას, ისე გარეგან ფაქტორებს. მაგალითად, ოსტეოართრიტის მიზეზად შესაძლოა იქცეს როგორც ხრტილოვანი ქსოვილის მემკვიდრობითი სისუსტე, ისე მისი გაცვეთა ზედმეტი ფიზიკური დატვირთვისა და ტრავმის შედეგად.
ასევე, შესაძლოა ეს იყოს რევმატიზმი, რომელიც ინფექციური წარმოშობის სისტემური დაავადებაა, რომელიც A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზურ სტრეპტოკოკთან არის დაკავშირებული. ის მწვავე ინფექციური დაავადების, მაგალითად, სინუსიტის, ტონზილიტის ფონზე ვითარდება.
ინფექცია ერთგვარი გამშვები მექანიზმია, რომელიც რთავს აუტოიმუნურ პროცესს. იმუნური სისტემა იწყებს ანტისხეულებით საკუთარი ქსოვილის (მათ შორის – სახსრის) დაზიანებას და საბოლოოდ გულის სარქვლოვანი აპარატის პათოლოგიურ ცვლილებებამდე მივყავართ.
სხვადასხვა ტიპის ართრიტს სხვადასხვანაირი მკურნალობა სჭირდება, თუ რომელი ტიპის ართრიტთან გვაქვს საქმე თქვენს შემთხვევაში, დასაზუსტებლად საჭიროა რევმატოიდული ფაქტორის გამოკვლევა, სისხლის საერთო ანალიზი, სინოვიური სითხის გამოკვლევა, რენტგენოგრაფიული გამოკვლევა.
საზოგადოდ, ცხოვრების წესის შეცვლა ხშირად პოზიტიურ გავლნას ახდენს ჯანმრთელობაზე. მაგალითად, წონის დაკლება სახსრის დატვირთვას ამცირებს, სიგარეტისთვის თავის დანებებაც დადებით გავლენას ახდენს სახსრის ფუნქციაზე, რადგან ნიკოტინი ვნებს შემაერთებელ ქსოვილს და აქედან გამომდინარე, სახსარსაც – ის ხომ უმთავრესად შემაერთებელი ქსოვილებისგან – ძვლებისგან, ხრტილისგან, მყესებისგან შედგება.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაცია, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა