ფეხის თითის ტკივილი - ტრავმატოლოგია

კითხვა: უკვე ორი თვეა მტკივა მარჯვენა ფეხის ტოტი/ცერის მომდევნო/.უკვე კოცჭლობით დავდივარ.ჯერ ტერფის ქვემოდან ბალიშები მტკიოდა მერე თითიც ამტკივდა. თითი შესიებულია ოდნავ. თითქოს ცხელი წყალი დამასხეს ისე მეწვის და მტკივა. თუ თქვენ ვერ დამეხმარებით. ვის მივმართო. საშიშია?
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია. დასაზუსტებელია, აღნიშნულ ჩივილებთან ერთად, ხომ არ შეგინიშნავთ, რომ ტერფის ცერი ოდნავ გადაიხარა მომდევნო თითებისკენ? თუ ეს ასეა, საფიქრებელია, რომ თქვენ ტერფის თითის ვალგუსური დეფორმაცია (Hallux Valgus) დაგეწყოთ, მას ხალხში შეცდომით პოდაგრას უწოდებენ და შარდმჟავა მარილების დაგროვებითაა გამოწვეული. ასეთ შემთხვევაში კი, ადგილი აქვს ტერფის დეფორმაციას და ბიომექანიკის დარღვევას.

hallux_valgus_bunion

სტატისტიკის თანახმად, პოდაგრა უმეტესად გვხვდება მამაკაცებში (95%), ბუნიონი, ანუ ვალგუსური დეფორმაცია კი - ქალებში (98%).
ვალგუსური დეფორმაციის უხშირესი მიზეზი შეიძლება იყოს ფეხის ტერფის სპეციფიკური სტრუქტურული მდგომარეობა:

  • ბრტყელი ტერფი;
  • იოგების ზედმეტი მოქნილობა;
  • ძვლის არანორმალური სტრუქტურა;
  • ზოგიერთი ნევრალგიური მდგომარეობა.

როგორც წესი, ჩამოთვლილი ფაქტორები თანდაყოლილია. მოუხერხებელი, არაკომფორტული ფეხსაცმელი კი ხელს უწყობს ამ დეფორმაციის სწრაფ გამოვლენას, თუმცა საბოლოოდ მისი განვითარების მიზეზი ცნობილი მაინც არ არის.
პათოლოგიის დიაგნოსტირება და პროგნოზი, კვალიფიციური ექიმის დროული ჩარევის გარეშე არაკეთილსაიმედო შეიძლება იყოს.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და გაიაროთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაცია, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით.
საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ, დაისმება დიაგნოზი და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა