მოგესალმებით,
როგორც ჩვენი ოპერატორისა და თქვენი საუბრისას გაირკვა, გაქვთ მეორე ხარისხის კოქსართროზი და თვითნებურად იღებდით დიოქსაფლექსი B12-ს.
შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
მოგახსენებთ, რომ როგორც ყველა პრეპარატს, დიოქსაფლექსი B12–საც აქვს უკუჩვენებები. შეიძლება აღინიშნოს ცვლილებები ღვიძლის ერთ ან მეტ ანალიზში, როგორც ყველა სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსიური რეაქციები, კარდიოვასკულური პათოლოგიები და ა.შ.
შესაბამისად, გირჩევთ, მიუხედავად დადებითი შედეგისა, თავი აარიდოთ თვითმკურნალობას და მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
რაც შეეხება კოქსართროზს, იგი ვითარდება ბარძაყის სახსარში სითხის განლევისას, რომლის დროსაც სასახსრე ხრტილი დეგენერაციულ ცვლილებებს განიცდის. ხრტილოვანი ქსოვილი ცვდება, პატარავდება და შედეგად ვიღებთ სახსრების დეფორმაციას.
დღესდღეობით კოქსართროზის ოპერაციული მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიჩნეულია მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება.
ოპერაციის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში ქრება ტკივილი, მოძრაობის ფუნქცია აღდგება და პაციენტის ზოგადი მდგომარეობაც საგრძნობლად უმჯობესდება.
ჩვენს კლინიკაში ტარდება ასეთი ოპერაციები მაღალ დონეზე და წარმატებით, ამასთანავე ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გთხოვთ დამიზუსტოთ კურსის ხანგრძლივობა. გავიკეთე 6 ნემსი. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. გავაგრძელო მკურნალობა თუ კურსი გავიმეორო და რა დროში შეიძლება გამეორება, გმადლობთ!
პასუხი: