ბევრი ასაკოვანი ადამიანი იტანჯება დეფორმირებული ტერფით.ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია შუახნის ასაკის ქალბატონებში.
ტერფის პირველი, დიდი თითის სახსრის გამსხვილებას ვალგუსური დეფორმაცია ეწოდება.
ცერა თითის არანორმალური გადახრა ბევრ ადამიანს პოდაგრაში ერევა. ამ ორ პათოლოგიას კი ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.
ვალგუსური დეფორმაციის უხშირესი მიზეზი შეიძლება იყოს ფეხის ტერფის სპეციფიური სტრუქტურული მდგომარეობა, ბრტყელი ტერფი, იოგების ზედმეტი მოქნილობა, ძვლის არანორმალური სტრუქტურა, ზოგიერთი ნევრალგიური მდგომარეობა. როგორც წესი, ჩამოთვლილი ფაქტორები თანდაყოლილია. მოუხერხებელი, არაკომფორტული ფეხსაცმელი კი ხელს უწყობს ამ დეფორმაციის სწრაფ გამოვლენას, თუმცა საბოლოოდ მისი განვითარების მიზეზი ცნობილი მაინც არ არის.
ამასთან, არსებობს რამდენიმე თეორია ვალგუსური დეფორმაციის განვითარების შესახებ, ესენია:
- მემკვიდრეობითობა;
- ტერფის ტრავმები;
- ტერფის შეძენილი და თანდაყოლილი პათოლოგიები.
თუ შენიშნეთ, რომ ტერფის ცერი ოდნავ გამოგებურცათ და გადაიხარა მომდევნო თითებისკენ, საფიქრებელია, რომ თქვენ ტერფის პირველი თითის ვალგუსური დეფორმაცია (Hallus Abducto Valgus) დაგეწყოთ, რომლის პროგნოზიც, კვალიფიციური ექიმის დროული ჩარევის გარეშე არაკეთილსაიმედო შეიძლება იყოს.
თუ სტატიაში წარმოდგენილი ჩივილები თქვენთვის ნაცნობია, მიმართეთ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს, სადაც გთავაზობთ ჩარევას თანამედროვე რეკონსტრუქციული ქირურგიის მოწინავე მეთოდების გამოყენებით, რაც პაციენტისთვის დამზოგველი და კომფორტულია. (რკინის კონსტრუქციების ჩატოვების გარეშე) პაციენტი გაივლის ოპერაციის დღესვე.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N7;
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19 ან 2 02 25 25;
გისურვებთ ჯანმრთელობას!
რა აინტერესებთ პაციენტებს
მიალგია
კითხვა: გამარჯობა, მამაჩემს აქვს ჯანმრთელიბის პრობლემები.დაეწყო ზამთარში ფეხის დამძიმებით, მარცხენა ფეხში მუხლის ზემოთ ჰქონდა სიმძიმის შეგრძნება და მოძრაობის შეზღუდვა.დაახლოებით ერთი თვის მერე სიმპტომები გადავიდა მარჯვენა ხელზეც, კერძოდ ცერა თითზე. მარჯვენა ხელში ნაკლებად აქვს ძალა. რამოდენიმე ხნის შემდეგ მ ეორე ფეხზეც შეექმნა იგივე პრობლემა.ხელის კუნთები უთრთის და პერიოდულად კარგავს წონასწორობას . განსაკუთრებით როცა ჩადის კიბეზე.ანუ მოძრაობის შეზღუდვა აქვს ცალ ხელსა და ახლა უკვე ორივე ფეხში. ამჟამად არ იღებს მედიკამენტებს თუმცა ჩაიტარა მკურნალობა შემდეგი პრეპარატებით: კალიფორდი ფორტე.კაფსულები. ვენოდიოლი. როქსილოლი. ტოქსიტენოლი კუნთში. როვასტატი შემოგარსული აბი.მკურნალობის ამ კურსის გავლის მიუხედავად მდგომარეობა არ გაუმჯობესდა.
დაღლილი ფეხების სინდრომი
კითხვა: ქვედა კიდურებში სიმძიმე, ისეთი რომ დგომაც მიჭირს, სიარულისას მალევე ვიღლები. ბოლო ხანს, დილით, გაღვიძებისას ფეხზე დადგომაც მიჭირს, ნელ-ნელა ჯერ ვჯდები და შემდეგ ვდგები, ვარიკოზი მაქვს, მაგრამ ისე უცებ გამიუარესდა მდგომარეობა, რომ მარტო ვენების ბრალი არ მგონია, არც ჩიყვის, იმიტომ რომ,ვაკონტროლებ ჰორმონს TSH-ს. თქვენ რას მირჩევთ?
ვენური პათოლოგია
კითხვა: მოგესალმებით ერთ ფეხზე ქვედა კიდური მაქვს გამაგრებული გაბუჯებული ოდნავ შესიებული თითქოს რაგაც სხვა ფერიც აქვს ისე მაქვს ვენების პრობლემაც გამწერეს დოპლერის გადასაგებად და ანგიოლოგთან მეშინია განგრენამ ხომ არ იცის გამაგრება. იქნებ მითხრათ საშიშია თუ არა.
სტენტირება
კითხვა: გამარჯობა.პაციენტი არის 85წლის და ფეხის ტკივილები აქვს.მარცხენა ფეხზე სჭირდება სტენდირება მაინტერესებს რამდენად უსაფრთხოა ეს ოპერაცია ამ ასაკში და რა თანხასთანაა დაკავშირებული?მადლობა
სიმძიმის შეგრძნება ქვემო კიდურებში
კითხვა: გამარჯობათ.მაწუხებს ფეხების ტკივილი სიმძიმის შეგრძნება .ხანდახან ისე მიხურს ფეხის გულები რომ წვაში გადადის.ვენები გარეგნულად არ ჩანს .მიჭირს ფეხზე დგომა რადგან მალე ვიღლები და ძალა მელევა.რა გამოკვლევა უნდა ჩავიტარო რა ღირს კონსულტაცია მაინტერესებს .ვარ 37 წლის.
მტევნის ართრიტი
კითხვა: გამარჯობათ. მაწუხებს მარცხენა ხელი. ოდნავ სიცივეზე მეწყება ტკივილი. რისგან შეიძლება იყოს და როგორ ვიმკურნალო. წინასწარ გიხდით მადლობას