კოქსართროზი, ჰერკულესის ფაფა - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა, დამიდგინდა კოქსარტროზის დასაწყისი, ვიღებ ფლექსუსს, მაინტერესებს გერკულესის ყოველდღიური მიღება თუ შეძზლება, ამბობენ გერკულესი ძვლებს ფიტავს..
პასუხი:

მოგესალმებით,
კოქსართროზი წარმოადგენს მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზს.  kosartrozi
კონსერვატიული მკურნალობის მთავარი მიზანია დისტროფიული პროცესის შეჩერება, თუმცა ძირითადად იგი უშედეგოა.
დღესდღეობით კოქსართროზის მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიჩნეულია მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება.

ჰერკულესის ფაფა

იგი მზადდება შვრიისგან, აწესრიგებს კუჭის ლორწოვან გარსს და აუმჯობესებს მის მოქმედებას.
თუმცა, გამუდმებით შვრიის მიღება, არ არის სასურველი.
საქმე ის არის, რომ შვრია შეიცავს ფიტინის მჟავას - ნივთიერებას, რომელიც აფერხებს ნაწლავებში კალციუმის შეწოვას.
ამას გარდა, ფიტინის მჟავა არა მხოლოდ ხელს უშლის ორგანიზმის მიერ კალციუმის შეთვისებას, არამედ, გამოაქვს ძვლებიდან აუცილებელი მიკროელემენტი.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს წინასწარი ჩაწერით.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა