კითხვა: გამარჯობა.დედაჩემს ფეხსაცმელმა ატკინა ფეხი კერძოდ ტერფის ზევითა ნაწილი თითების ქვემოთ აქვს დიაბეტი გაუჩნდა ე.წ მაზოლები და ერთ ფეხზე ეგ ადგილი სადახ გამაგრებულია გაშავებული აქვს და რას.ნიშნავს სისხლჩაქცევაა? გემოზოლს ისვამს რამე საშიშია? დიაბეტის გამო ეშინია
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას, კოჟრები წარმოადგენს კანის გამაგრებულ, გასქელებულ არეებს, რომლებიც ვითარდება კანზე გადამეტებული ზეწოლისა და ხახუნის შედეგად.
ისინი უფრო ხშირია ტერფზე, ამ დროს ადამიანს აქვს ტკივილი და დისკომფორტი სიარულის დროს.
მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი და მიდგომა არსებობს, დისტანციურად ვერ შემოგთავაზებთ დედათქვენისთვის რომელი იქნება ეფექტური.
გირჩევთ, რომ მობრძანდეთ ჩვენ კლინიკაში და გაიაროთ კონსულტაცია ტრავმატოლოგთან.
ასევე, როგორც მოგვითხრობთ დედას აქვს დიაბეტი. მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, შემოგთავაზებთ დიაბეტური ტერფის სკრინინგს, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/aqcia-mattvis,-visac-awukhebs-saerto-sisuste,-dzvlebisa-da-sakhsrebis-tkivili,-khshiri-avadoba-/31499
აქციაში შედის ენდოკრინოლოგის უფასო კონსულტაციაც, რომელიც განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიაკს, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა