მოგესალმებით,
გონართროზი მუხლის სახსრის დეგენერაციული დაავადებაა.
ართროზის დროს ძვლების სასახსრე ზედაპირებზე ხრტილი ცვდება, სკდება, თხელდება, რაც იწვევს ხრტილოვანი ქსოვილის ძვლოვანი მარილებით ჩანაცვლებას.
ყალიბდება ძვლოვანი წანაზარდები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სახის პათოლოგიები:
- სახსრისა და მის ირგვლივ არსებული ქსოვილების დაზიანება;
- ანთება;
- ტკივილი;
- მოძრაობის შეზღუდვა.
თავდაპირველად ტკივილი ყრუა, არაინტენსიური, თუმცა ფიზიკური დატვირთვის მომატებისას შესაძლოა, მკვეთრად გაძლიერდეს და ტკივილმა მუდმივი ხასიათი მიიღოს.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ქირურგიის ეროვნულ ცენტრში“ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, უშუალო ვიზიტისას ექიმი შეაფასებს მდგომარეობას, ამის შემდეგ შეადგენს კლინიკურ–ლაბორატორიული გამოკვლევების რაციონალურ სქემას, ამის შემდეგ კი, აუცილებად დაგეხმარებათ და დაგინიშნავთ თქვენზე მორგებულ და ინდივიდუალურ, მკურნალობის მეთოდს.
კონკრეტულად რომელი კვლევები იქნება საჭირო, ამას წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/27
ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!