მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე შესაძლოა საქმე ეხებოდეს ჰემატომას (სისხლჩაქცევას) და ე.წ ბუშტუკს, რომელიც ხშირ შემთხვევაში არასწორად მორგებული ფეხსაცმლის ტარების, კანზე მისი მუდმივი ხახუნის გამო ჩნდება. ამ დროს შეიძლება განვითარდეს ჰემატომა, ან შეიძლება სპონტანურადაც გაჩნდეს იგივე სისხლჩაქცევა, რასაც აქვს ხოლმე ადგილი გარკვეული დაავადებების დროს. ამიტომ უმჯობესია პირველ რიგში ჩაიტაროთ რენტგენოლოგიური კვლევა, აიღოთ სისხლის საერთო ანალიზი და დასკვნის მიხედვით განსაზღვროთ კონსულტაცია შესაბამის სპეციალისტთან, ტრავმალოტოგთან ან ჰემატოლოგთან.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე ხუთშაბათსა და შაბათს.
ჩვენს კლინიკაში ასევე მუშაობენ ჰემატოლოგებირ ომლებთან შესაძლებელია ნებისმიერი აუცილებელი კვლევის ჩატარება ამ პროფილით.
დიაგნოზი აუცილებლად იქნება ჩვენს კლინიკაში მოსვლის შემთხვევაში დასმული.
აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა.ორივე ფეხის ზურგზე,ე.წ.,,პადიომთან''მრგვალად ამომებერა და აქვს ღია ლურჯი შეფერილობა.მაწუხებს ოდნავ მთელი დღის განმავლობაში,მაგრამ დღის ბოლოს უფრო მეტად იზრდება მოცულობაში,მოსვენების დოროს მაქვს ტკივილისა და ფეთქვის შეგრძნება.რა შეიძლება იყოს და რით ვუშველო?
პასუხი: