კითხვა: მოგესალმებით, ფეხი მაწუხებდა ,მიტკაცუნებდა და მისივდებოდა, გადავიღე ეხოსკოპია და MRI და აჩვენა,რომ გარეთა მენისკი მაქვს გახეული ახლა აღარ მაწუხებს ისე ძალიან და რა შეიძლება გამოიწვიოს რომ არ გავიკეთო ოპერაცია?
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწოდებთ ზოგად ინფორმაციას. მენისკი მუხლის სახსრის სახსარშიგა, ნახევარმთვარის ფორმის ხრტილია. ასეთი ხრტილი ორია - შიგნითა ანუ მედიალური და გარეთა ანუ ლატერალური. სახსრის წინ ისინი იოგებით არიან შეერთებულნი. გარეთა მენისკი უფრო მოძრავია, ვიდრე შიგნითა, ამიტომ მისი ტრავმული დაზიანება უფრო იშვიათია. შიგნითა მენისკი ნაკლებად მოძრავია და მუხლის სახსრის გვერდითა იოგს უკავშირდება, ამიტომ მის ტრავმას ხშირად იოგის დაზიანებაც ახლავს თან.
თუ ოპერაციას არ გაიკეთებთ, ამას მოჰყვება სახსრის რეაქტიული არასპეციფიური ანთება, რაც საბოლოოს იწვევს სახსრის ბლოკირებას.
ასეთ დროს აღინიშნება მუხლის ტკივილი, მოძრაობის (განსაკუთრებით - გაშლის) მკვეთრი შეზღუდვა, ჰემართროზი (სახსრის ღრუში სისხლის დაგროვება) და სითხის დაგროვება სეროზულ ღრუში.
ოპერაციული მკურნალობა მენისკის ამოკვეთას გულისხმობს. თაბაშირის ლონგეტის მოხსნის შემდეგ ტარდება სამკურნალო ფიზკულტურა, ბარძაყის მასაჟი, ფიზიოთერაპია. შრომის უნარი აღდგება 1-1,5 თვის შემდეგ.
სრული ინფორმაციისათვის უმჯობესია მობრძანდეთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე.
ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა