ქუსლების ტკივილი - ტრავმატოლოგია

კითხვა: მაწუხებს ქუსლების ტკივილი გავიკეთე დოპლერი მაქვს ვენების ქრონიკული უკმარისობა მაგრამ მითხრეს რომ ეს არ არის ამის ბრალი რომელ ექიმს უნდა მივმართო
პასუხი:

მოგესალმებით,
ტერფი ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. ქუსლებში ტკივილი, შეიძლება გამოიწვიოს ფეხსაცმელმა, რომელსაც აქვს ძალიან დაბალი ქუსლი, გარდა ამისა, ქუსლის ტკივილი შეიძლება განაპირობოს ფეხის გულში, ქუსლის არეში კანქვეშა ცხიმის განლევამ მოძრაობითი აქტიურობის მკვეთრი მატების შემთხვევაში, მეორე მიზეზია ფეხის გულის ფასციიტი (ფასციის ანთება).
ხშირად ასეთ მდგომარეობას განაპირობებს ბრტყელტერფიანობა. ფეხის გულის ფასცია მკვრივი შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნია, რომელიც ფართო ზოლის სახით არის გადაჭიმული ფეხის გულის ზედაპირზე ქუსლის ძვლიდან ტერფის წინა ნაწილამდე. ძლიერმა ბრტყელტერფიანობამ შეიძლება გამოიწვიოს ფასციის ძლიერი გაჭიმვა და მისი ანთება. ქუსლის არეში ტკივილს ხშირად იწვევს ქრონიკული ანთებითი რევმატული დაავადებები, მაგალითად, ბეხტერევის დაავადება, ფსორიაზული ართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, ასევე - პოდაგრა და ოსტეოპოროზი.
მეტად მნიშვნელოვანია ფეხსაცმლის შერჩევა: ქუსლის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 4-5 სმ-ს. არც უქუსლო ფეხსაცმლის ტარება შეიძლება. ფეხსაცმელს უნდა ჰქონდეს მაღალი და მყარი საქუსარი და მომრგვალო ცხვირი.
საჭიროების შემთხვევაში სასურველია, ორთოპედიული სუპინატორის გამოყენება. შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ მიმართოთ რევმატოლოგს ან ტრავმატოლოგს, რომელიც ანამნეზის შეკრების შემდეგ, მდგომარეობას შეაფასებს ობიექტურად და დაგინიშნავთ მკურნალობას.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაცია, ხუთშაბათსა და შაბათს.
გაცნობებთ, რომ აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა