სახსრების ტკაცუნი - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა თუ შეგიძლიათ რომ გამცეთ პასუხი..3 თვე იქნება რაც დამეწყო საშინელი ტკაცუნი სახსრებში ..მუხლებში მაქვს წვის შეგრძნება...მეტნაკლებად მტკივა..ტკივილმა რომ ძალიან შემაწუხოს არა...მაგრამ დავიტანჯე ტკაცუნით და მუხლის წვით...ხშირ შემთხვევაში ძალა არ მაქვს ხელ-ფეხში..შეიძლება რომ საგანგაშო იყოს ?იქნებ მიპასუხოთ
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. სახსარში არის სინოვიური სითხე, რომელიც ამცირებს სახსარში ხახუნს და ამით ხრტილს გაცვეთისა და გახეხვისაგან იცავს. ამ სითხეში გახსნილია აზოტი, ჟანგბადი და ნახშირორჟანგის გაზი. სახსრის ჩანთის ზედმეტად გაჭიმვის ან არაბუნებრივი მოძრაობისას გროვდება გაზები ბუშტუკების სახით, რომლებიც სკდება და გამოსცემს ტკაცუნს.
თქვენს მიერ აღნიშნულ ჩივილებს, შესაძლოა იწვევდეს ოსტეოართროზიც, რომელიც სახსრების ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომლის დროსაც სასახსრე ხრტილი დეგენერაციულ ცვლილებებს განიცდის. ხრტილოვანი ქსოვილი ცვდება, პატარავდება და კიდურა წანაზარდები – ოსტეოფიტები უჩნდება. შედეგად ვიღებთ სახსრების დეფორმაციას.
თქვენი ეს მდგომარეობა აუცილებლად საჭიროებს ორთოპედ-ტრავმატოლოგის მიერ სიტუაციის შეფასებას მკურნალობის შემდგომი დაგეგმვის მიზნით.
სრული ინფორმაციისათვის უმჯობესია მობრძანდეთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა