მოგესალმებით,
პირველ რიგში სასურველია, დაგვიზუსტოთ რა ტიპის კისტაზეა საუბარი. თუმცა, შევეცდებით მოგაწოდოთ ინფორმაცია.
ზოგადად, ძვლის კისტა წარმოადგენს იშვიათი ტიპის დაავადებას, რომლის ეტიოლოგია (გამომწვევი მიზეზი) უცნობია, თუმცა, შესაძლო მიზეზებს შორისაა გენეტიკური მუტაცია, ინფექცია, ტრავმა, გარდატეხის ასაკში სწრაფი ზრდა და ა.შ.
მისი მკურნალობა, როგორც წესი ქირურგიულია.
აუცილებელია მკურნალობის მეთოდზე მოგაწოდოთ ინფორმაცია ტრავმატოლოგმა, მას შემდეგ რაც გაივლით მასთან უშუალო კონსულტაციას და ექიმი შეაჯერებს ანამეზს და სხვა კლინიკურ მონაცემებს.
მიმოწერის რეჟიმში, მხოლოდ თქვენი ინფორმაციის საფუძველზე, ამომწურავი პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ უფასო კონსულტაცია ტრავმატოლოგთან, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს.
აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებულ კვლევათა პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მოგესალმებით! მქონდა ტკივილები მარჯვენა მენჯ-ბარძაყის არეში ფეხის მოძრაობისას. გადავიღე რენტგენი და ძვალზე რაღაც ლაქა მქონდა. მირჩიეს კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთება. გადავიღე ესეც და აღმომაჩნდა ძვლის კისტა მენჯ-ბარძაყის ყელის არეში 10 მმ სიდიდის. საჭიროებს თუ არა ოპერაციას და ექვემდებარება თუ არა მკურნალობას? რას მირჩევთ? წინასწარ გმადლობთ.
პასუხი: