მოგესალმებით,
მენჯ-ბარძაყის სახსრის ამოვარდნილობის კონსერვატიული მკურნალობა კომპლექსურია. გარდა სამკურნალო ფიზკულტურისა და მასაჟისა, რომელიც სპეციალისტმა უნდა გააკეთოს, ტარდება:
- ფიზიოპროცედურები, რაც გულისხმობს: ელექტროფორეზს გავა-წელზე და მენჯ-ბარძაყის სახსარში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად;
- პარავერტებრული და დუნდულა კუნთების ელექტროსტიმულაცია.
ბარძაყის ძვლის თავის ამოვარდნილობა დისპლაზიის ერთ-ერთი კლინიკური გამოვლინებაა. გენეტიკური ფაქტორები კი აქ მთავარ როლს ასრულებს.
მკურნალობის გარეშე თანდაყოლილი ამოვარდნილობის დროს არასწორი ბიომექანიკის (მოძრაობის) შედეგად სახსარში ვითარდება დისპლაზიური კოქსართროზი - მენჯ-ბარძაყის სახსრის მძიმე დაავადება, რომელსაც თან სდევს შემდეგი პათოლოგიები:
- ტკივილი;
- სიარულის დარღვევა;
- სახსარში მოძრაობის შეზღუდვა.
ყოველივე ამას კი საბოლოოდ ინვალიდობამდე მივყავართ. ასეთ დროს მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულად არის შესაძლებელი და რაც უფრო მეტად დაგვიანდება ოპერაცია, მით უფრო ნაკლებია სრული გამოჯანმრთელების შანსი.
გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც თქვენი მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შემდეგ, განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
გაცნობებთ, რომ ტრავმატოლოგთან კონსულტაცია უფასოა და ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/travmatologia/27
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!