ქვემო კიდურების ტკივილი - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა. მაწუხებს ფეხების ტკივილი მუხლს ქვემოთ კოჭამდე, ხშირი ტკივილი არ მაქვს. ეხა მარცხენა ფეხი მტკივა ძან მარჯვენა ლაითათ. ხომ ვერ დამეხმარებით რის გამო შეიძლება იყოს გამოწვეული.
პასუხი:

მოგესალმებით,
ფეხების ტკივილი სხვადასხვანაირია. ზოგი აცივებას ან წვიმიან, ნესტიან ამინდს ეხმიანება ამგვარად, ზოგი – დათბობას, ზოგისთვის ამინდს მნიშვნელობა არ აქვს, ზოგს დღის ბოლოს ახსენებს თავს ფეხების სიმძიმე, ზოგს კი სიარული უჭირს.
ფეხების ტკივილის ყველაზე გავრცელებული სახეობა კუნთების სპაზმია, იგივე კრამპი.
ქვემო კიდურების ტკივილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, იყოს:

  • დეჰიდრატაცია;
  • კალიუმის ,ნატრიუმის , კალციუმის ,მაგნიუმის დეფიციტი ,
  • რომელიმე პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება;
  • ბრტყელტერფიანობა;
  • ოსტეოართრიტი;
  • რევმატიული ართრიტი;
  • ფიბრომიალგია;
  • ქრონიკური ვენური დაავადება;
  • ხერხემლის პათოლოგია და ა.შ.

მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება რა თქმა უნდა შეუძლებელია.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, შეფასდება თქვენი მდგომარეობა, საჭიროების შემთხვევაში დაგენიშნებათ კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, დაისმება დიაგნოზი და ამის შემდეგ შეირჩევა სათანადო მკურნალობის მეთოდი.
ასევე შესაძლოა, დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში ჩაერთოს ანგიოლოგი ან რევმატოლოგი.


ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა