მოგესალმებით,
ქრონიკული ვენური უკმარისობა სისხლძარღვოვანი სინდრომია, რომელიც ხასიათდება ღრმა ვენების სარქვლების უკმარისობით და ხშირად ვითარდება ღრმა ვენების თრომბოზის გადატანის შემდეგ.
ვენური უკმარისობა ისეთი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ვენებს ქვედა კიდურებიდან უკან, გულისკენ, სისხლის დაბრუნება უჭირს.
ვენური უკმარისობა ქვედა კიდურების ერთი ან რამდენიმე ღრმა ვენის პრობლემით არის გამოწვეული. ნორმაში ვენური სარქვლები სისხლის გულისკენ დენას უზრუნველყოფს. ვარიკოზულ ვენებში ეს სარქვლები დაზიანებულია ან არასათანადოდ ფუნქციობს, რაც, განსაკუთრებით – ფეხზე დგომისას, სიცხეში ხანგრძლივად ყოფნისას, სიმძიმეების აწევისას და ა.შ. ქვედა კიდურების ვენების სისხლით გადავსებას იწვევს.
ასეთივე მდგომარეობა შესაძლოა ვენის თრომბით ბლოკირებამაც (ღრმა ვენების თრომბოზი) გამოიწვიოს.
ქრონიკული ვენური უკმარისობა ხანგრძლივი მდგომარეობაა. ის ვენების ნაწილობრივი ბლოკირებისა და ვენური სარქველების გარშემო სისხლის გაჟონვის შედეგია.
ქრონიკული ვენური უკმარისობის დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ულტრაბგერითი კვლევა, კერძოდ კი დუპლექს სკანირება და დოპლეროგრაფია, ასევე კვლევის დამატებით მეთოდებს მიეკუთვნება რენტგენოკონტრასტული მეთოდი – ფლებოგრაფია, რადიონუკლიდური კვლევა.
რაც შეეხება მენჯის ძვლების ტკივილს, დისტანციურად დიაგნოზს ვერ დავსვამთ, თუ რა არის გამომწვევი მიზეზი, თუმცა ზოგადად მოგახსენებთ.
მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:
- ხერხემლის პათოლოგიები;
- კოქსართროზი;
- რევმატოიდული ართრიტი;
- ბურსიტი;
- დენტინიტი;
- დისკოს თიაქარი;
- თეძოს ნერვის ანთება;
- ოსტეოპოროზი და ა.შ.
რა თქმა უნდა შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი აქციით, მაგრამ უმჯობესია პრევენციის მიზნით, სპეციალისტმა დაგინიშნოთ საჭირო კვლევა, რომელიც დაგვეხმარება შემდგომში, მკურნალობის მეთოდის დაგეგმარებაში.
მობრძანდით ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე ხუთშაბათს ან შაბათს, უშუალოდ შეფასდება თქვენი მდგომარეობა და თავად სპეციალისტი გეტყვით რომელი კვლევაა უმჯობესი დიაგნოსტირებისათვის.
ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!