მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ბურსიტი;
- რას წარმოადგენს სინოვიური აბგა;
- ქრონიკული ბურსიტის ნიშნები;
- კალციუმის მარილების მოცილების მეთოდები.
ბურსიტი სახსრის სინოვიური აბგის მწვავე ან ქრონიკული ანთებაა და ხსენებულ უბანში ექსუდატის დაგროვება ახასიათებს. სინოვიური აბგა წარმოადგენს სინოვიური სითხით სავსე ტომრისებრ ღრუს. ის სხეულის იმ ადგილას მდებარეობს, რომელზეც მოძრაობისას ყველაზე მეტი მექანიკური დატვირთვა მოდის, მაგალითად, მყესების ქვეშ.
ბურსიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც.
ქრონიკული ბურსიტის დროს სინოვიური აბგის მიდამოებში ხშირად ჩნდება კალციუმის ნალექები.
ქრონიკული ბურსიტის ნიშნებია:
- სინოვიური აბგის კედლის გასქელება;
- ღრუსშიგა შეხორცებები და კალციფიკაცია;
- რეგიონული კუნთების ატროფია.
კალციუმის მარილების მოცილება შესაძლებელია როგორც ასპირაციულად (ნემსით გამოწოვა), ისე ქირურგიულად. თუ ქსოვილის შეზრდამ სახსრის სრულ უმოძრაობა გამოიწვია, ქირურგიული ჩარევა გარდაუვალია.
მიმოწერის რეჟიმში მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, რადგან, ეს ჩვენი მხრიდან არაეთიკური და არაპროფესიული იქნება.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტურად შეაფასებს მდგომარეობას და მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას მკურნალობის მეთოდთან დაკავშირებით.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული კლინიკურ–ლაბორატორიული გამოკვლევების პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/travmatologia/27
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!