მოგესალმებით,
სავარაუდოდ, თქვენ გულისხმობთ კიდურის იდაყვის სახსარში გაშლას.
მიზეზებს მწვავე და სახსრის გადატვირთვის შედეგად მიღებულ დაზიანებებად ყოფენ. მწვავე დაზიანება ერთჯერადი ტრავმის შედეგად წარმოიშობა, ხოლო სახსრის გადატვირთვის დროს ტკივილის ინტენსივობა თანდათან იმატებს.
დისტანციურად ვერ განვსაზღვრავთ, თუ რა არის თქვენი ჩივილის ზუსტი გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა ეს იყოს:
● ტენდინიტი (ძვლისა და კუნთის დამაკავშირებელი მყესის ანთება);
● მიოზიტი ( კუნთების ქსოვილების ანთებითი პროცესი);
● ართრიტი (სახსრების ანთება) ;
● ჰემართროზი (სისხლჩაქცევა სახსარში ან სახსარსშიგა ღრუში);
● ან მხოლოდ დაჭიმვა, ან ღრძობა და ა.შ.
უმჯობესია დროული დიაგნოსტირებისათვის მიმართოთ ტრავმატოლოგს, მანამდე კი, თავი აარიდოთ დატვირთვას.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: ვარ 53 წლის ზოგადად მაწუხებს სახსრები 5 6 თვეა ერთ მუხლს ბოლომდე ვერ ვშლი ქირურგიული ჩარევა აუცილებელია თუ მკურნალობას ექვემდებარება
პასუხი: