ქუსლის ძვლის დეზი - ტრავმატოლოგია

კითხვა: 6 თვეა მაწუხებს დეზი ქუსლზე ვიყავი გამოვიკვლიე და დამიდგინეს დეზი გაქო და დიპროსპანი გამომიწერეს თბილისში რომელიც გამიკეთა ქირურგმა 3 ნემსი ერთი კვირა გამიბრუა შემდეგ კი უარესად მტკივა მირჩიეთ როგორ მოვიქცე ვის უნდა მივმართო
პასუხი:

მოგესალმებით,
ქუსლის ძვლის დეზი წარმოადგენს ძვლოვანი ქსოვილის მახათისებრ წანაზარდს.
მდგომარეობა იწვევს სქელი ე.წ. პლანტარული ფასციის ანთებასა და ტკივილს. პლანტარული ფასცია ფეხის ქვედა ნაწილში მდებარეობს და ქუსლის ძვალს აერთებს ფეხის თითებთან.
მათი წარმოქმნის მიზეზი ზუსტად არაა დადგენილი. ითვლება, რომ დეზი შეიძლება წარმოიქმნას ტრავმის შემდეგ, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად, ასევე იმ შემთხვევებში, როცა ადამიანს უწევს დიდხანს დგომა ან სიარული და ქუსლის ძვალი ნორმაზე მეტად დატვირთულია.
ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ როგორც კონსერვატული, ასევე ქირურგიული მკურნალობა.
ობიექტური დათვალიერების შემდეგ, ექიმი თავად გადაწყვეტს ექვემდებარება თუ არა ქუსლის დეზი ლაზერულ დაშლას და საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ სპეციალიზებულ კლინიკაში.

წინასწარი ჩაწერისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა