მოგესალმებით,
მუხლის სახსრის ართრიტი, დისტროფიული პროცესია, რომლის საფუძველსაც ქმნის სასახსრე ხრტილის დეგენერაცია ძვლოვანი სასახსრე ზედაპირების შემდგომი ცვლილებებით, გვერდითი ოსტეოფიტების განვითარებით, რაც იწვევს დეფორმაციას და მუხლის სახსარში მოძრაობის დარღვევას.
თქვენს მიერ აღნიშნული "ფლექსუსი" კი , ანოტაციის მიხედვით, ადვილად აბსორბირდება ხრტილში, ხრტილოვან ქსოვილში აღადგენს დარღვეულ მეტაბოლურ პროცესებს და უზრუნველყოფს ხრტილის სტრუქტურის რეგენერაციას, ჰიდრატაციასა და ელასტიურობას.
დისტანციურად მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, უმჯობესია, მიჰყვეთ თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციას, ხოლო თუ გსურთ ალტერნატიული აზრის მოსმენა, შეგიძლიათ მობრძანდეთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, არის რიგი ფაქტორები, რაზეც ამომწურავი პასუხის გაცემა მხოლოდ სპეციალისტის პრეროგატივაა.
ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა მოგახსენებთ , რომ მაქვს ართრიტი და მტკივა მუხლი ვსვამ ფლექსუს დღეში ერთხელ ერთ აბს , მაინტერესებს რამდენად ეფექტურია აღნიშნული მედიკამენტით მკურნალობა და სხვა დამატებით რამეს , ხომ არ მირჩევთ. წინასწარ გიხდით მადლობას.
პასუხი: