კუდუსუნის ტრავმა - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამარჯობათ!ვარ 52 წლის ქალი გუშინ აბაზანაში წავიქეცი და ყველაფერი მტკივა შაბათი კვირა დაემთხვა და ექიმთან ვერ წავედი ტკივილები მაქვს როცა შევტოკდები .განსაკუთრებით კუდუსუნი და ბეჭები. სიარული შემიძლია. მითხარით რაიმე ნემსი რომ მომეხსნას ტკივილები.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენს შემთხვევაში, კუდუსუნის ძვლის მოტეხილობა არ არის გამორიცხული. თუმცა, უყურადღებობის შემთხვევაში, დროთა განმავლობაში, შესაძლოა მოხდეს არასწორი ფიქსაცია.
პირველადი დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია, ჩატარდეს რენტგენოგრაფიული კვლევა, რათა გამოირიცხოს ან დადასტურდეს მოტეხილობა და დაინიშნოს მკურნალობის სწორი მეთოდი, რომელიც დიაგნოზის მიხედვით სხვადასხვაა.
გთხოვთ, უყურადღებოდ ნუ დატოვებთ თქვენს ტრავმას, რადგან კუდუსუნის მოტეხილობამ შესაძლოა, გამოიწვიოს სწორი ნაწლავის დაზიანება!
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეკრებს ანამნეზს, შეაფასებს თქვენს მდგომარეობას ობიექტურად, დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ კვლევებს, ამის შემდეგ კი შეარჩევს მკურნალობის შესაბამის კურსს.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა